რესურსი


 ამ ლინკზე  თავმოყრილია სხვადასხვა სასწავლო მასალა და რესურსი, რომელთა მიზანია დაწყებითი კლასების I-VI კლასებში ქართული ენისა და მათემატიკის სწავლა-სწავლებაში ინოვაციების ხელშეწყობა. მოცემულ სივრცეში ასევე მოთავსებულია რესურსები მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების ფასილიტატორებისთვის. 

http://kargiskola.ge/teacherintro/teacher.php    


გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  მაია კოპალიანი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა.
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური,  I4   კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 24.
სსსმ მოსწავლე: 1; ( არ საჭიროებს ინდივიდუალურ გეგმას);
გაკვეთილის თემა:  ,,ცრუ’’ იაკობ გოგებაშვილის მიხედვით (გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული გაკვეთილი);   გაკვეთილის ხანგრძლივობა:  35 წუთი;
გაკვეთილის მიზანი: მედიაწიგნიერების მიზანი: შეძლოს სატელევიზიო სიუჟეტიდან მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. მოსმენის, დაკვირვების,ანალიზის, შეჯამებისა და დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევათა განვითარება. მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობა და ანალიზი. ახალი ინფორმაციის შექმნა და გავრცელება.
წიგნიერების მიზანი: ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და  მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების, XXI საუკუნის უნარების განვითარება.

ესგ- სთან შესაბამისობა:
ქართ.I.4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება;    
  ამოიცნობს  პერსონაჟის ემოციურ  მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი,  
        გაკვირვებული და ა.შ)
 მონაწილეობს პერსონაჟის  ჯგუფურ დახასიათებაში;
 აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია/ბოროტია; კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა და ა.შ);
იხსენებს  მოსმენილის  მსგავს ამბავს.
ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მოდელის მიხედვით ქმნის და აფორმებს სხვადასხვა სახის ყოფით ტექსტებს






N
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
აქტივობის აღწერა

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


მისალმება, სიის ამოკითხვა








1წთ.
2







გამოწვევა: მოლოდინების ჩამოყალიბება

აქტივობა N1.
მოსწავლეთა  ინტერესის გამოწვევის მიზნით თავდაპირველად გამოვიყენებ კითხვა-პასუხის მეთოდს. შევეკითხები რომელ სატელევიზიო გადაცემას  უყურებენ და რატომ? ამის შემდეგ  ვაცნობ გაკვეთილის  პირველი აქტივობის მიზანს: დაკვირვებით უყურონ  და ყურადღებით მოუსმინონ  სატელევიზიო სიუჟეტს, რათა შემდეგ შეძლონ კითხვებზე პასუხის გაცემა და გაიგონ რა იყო  ყველაზე მნიშვნელოვანი.







ამით მიღწეული იქნება  კლასის განწყობა და მზაობა.  გაღვივდება ინტერესი და გაიზრდება ყურადღების კონცენტრაცია.







ზეპირი კომუნიკაცია.








    2წთ
3




აქტივობა N2
  ვიდეომეთოდი
ვაჩვენებ სატელევიზიო სიუჟეტს.  ნანახისა და მოსმენილის ირგვლივ  დავსვამ  ფრონტალურ კითხვებს: ვინ დარეკა 112-ში?
რატომ დარეკა და რა მიზნით?
როგორი ბიჭია ლექსო?
მოგეწონათ მისი საქციელი?
რამდენი წლის იყო ბიჭი?
მოგეწონათ მისი გამბედაობა და მოხერხებულობა?
თქვენ შეძლებდით მსგავს სიტუაციაში   დარეკვას?
იცოდით 112 შესახებ?
კიდევ როდის ვრეკავთ 112-ში?
შემდეგ დაფაზე ვხაზავ  ინფორმაციის დახარისხების ცხრილს  და ვეკითხები  ნანახიდან ჩამოთვალონ მთავარი ინფორმაცია და თან  გვერდით ვუწერ მათი დახმარებით რა ცოდნაა ამისთვის  აუცილებელი. (იხილეთ დანართი: ცხრილი). ამის შემდეგ  ინფორმაციის სანდოობის გარკვევის მიზნით დავუსვამ შეკითხვას: რაც ნახეთ ნამდვილი ამბავია? რატომ ფიქრობთ ასე?

მთელი კლასი ჩართულია  სიუჟეტის ყურებაში და შემდეგ კითხვა- პასუხის რეჟიმში. რაც ხელს შეუწყობს  ინტერესის გაზრდას  და ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესებას.  

ცხრილი ეხმარება  მოსწავლეებს ნანახი სიუჟეტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყოფაში.



ლეპტოპი, პროექტორი, ეკრანი.

დაფა და ცარცი.

8 წლის ლექსო ბოჟაძის ისტორია.
https://youtu.be/Gejr79_QiWg





8წთ
4








აქტივობა N3

ახალი  მასალის ახსნა,
ვკითხულობთ ტექსტს და ვუკავშირებთ ნანახ ვიდეოს.
ვუკითხავ ტექსტს ,,ცრუ’’,  იაკობ გოგებაშვილის მიხედვით - სამოდელო კითხვა. კითხვის პროცესში ვუხსნი გაუგებარ სიტყვებს.
შემდეგ  შერჩევითი კითხვით კითხულობენ მოსწავლეები. ამის შემდეგ ვიწყებთ  წაკითხულის ირგვლივ ფრონტალური კითხვების  დასმას:რა ტყუილი თქვა ბიჭმა? რამდენჯერ მოატყუა გლეხები? რატომ აღარ დაუჯერეს ბიჭს გლეხებმა? რა დაემართა ცრუ, მატყუარა ბიჭს?  შემდეგ ვაჯამებთ წაკითხულს და ვუკავშირებთ ნანახს. რა აქვთ მათ საერთო?
რა შედეგი მოყვა ბიჭის ზარს 112-ში?  მატყუარა ბიჭის საქციელს მოთხრობაში?    რა  ვისწავლეთ ამ გაკვეთილით?  ბოლოს ვაჯამებ გაკვეთილს.







ყველა მოსწავლე  ჩართულია კითხვა-პასუხის რეჟიმში და იხვეწება კითხვის ტექნიკა.








მოსწავლის წიგნი;  დაფა.










10წთ
5




აქტივობა N4.

წყვილებში    მუშაობა

მოსწავლეებს ვეკითხები: როგორ შეიძლება დავეხმაროთ თანატოლებს და გაავრცელოთ ინფორმაცია იმის შესახებ რაც დღეს ისწავლეთ?
ვაჩვენებ სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტს და  ვეტყვი,რომ  უნდა შევქმნათ  ბუკლეტი და დავურიგოთ ჩვენი სკოლის  სხვა პირველკლასელებს. მოსწავლეებს ვურიგებ ფერად A4 ფორმატის  თაბახის ფურცლებს.  გავაკონტროლებ დროს და ვაძლევ მინიშნებას ,,დრო გაქვთ’’, ,,ჯერჯერობით დრო კიდევ გაქვთ’’, ,,დაასრულეთ მუშაობა’’. ბუკლეტზე მუშაობის დროს დავდივარ ჯგუფებში და ვაძლევ განმავითარებელ კომენტარს. სამუშაოს დასრულების შემდეგ  შევაგროვებ ბუკლეტებს.




ყველა მოსწავლე ჩართულია აქტივობაში. ეს ხელს უწყობს ნანახისა და წაკითხულის დაკავშირებას, ცოდნის შეჯამებას.











ფერადი ფურცლები, სახატავი ფანქრები, საწერი კალმები, ბუკლეტები.














10წთ













6



     შეფასება

შევაფასებ რამდენად კარგად  გაიგეს  ნანახი სიუჟეტი, წაკითხული ტექსტი და ნანახი დაუკავშირეს წაკითხულს.
რამდენად ნაყოფიერად ითანამშრომლეს მეწყვილესთან და შექმნეს ბუკლეტები.


















3წთ


7


საშინაო დავალება
  
ტექსტი - კარგი კითხვით; ანდაზა  ზეპირად  და გადასაწერად  საშინაო დავალების რვეულში.
















1წთ



შეფასება:

კრიტერიუმები

საშუალო

კარგი
  ძალიან   
  კარგი


ნანახი სიუჟეტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება-გააზრება. ნანახის დაკავშირება წაკითხულთან.





ტექსტს კითხულობს გამართულად. შეუძლია წაკითხულის გადმოცემა. ტექსტის ეპიზოდებად დაყოფა.
ახასიათებს  პერსონაჟებს.








ტექსტის შინაარსის  გაგება და კითხვებზე პასუხის გაცემა







წერილობით გადმოსცემს საკუთარ აზრს,  თანამშრომლობს მეწყვილესთან და ამზადებს ბუკლეტს.




ხელმოწერა: მაია კოპალიანი
თარიღი: 08/05/2018წელი 


გაკვეთილის რეფლექსია
სკოლა:  სსიპ-ქალაქ თბილისის №130 საჯარო სკოლა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: მაია კოპალიანი
გაკვეთილის ჩატარების თარიღი:   21/ 05/ 2018 წ.
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური/ I 4კლასი                                                                                                                    მოსწავლეთა რაოდენობა: 24 ; მათ შორის 1  სსსმ მოსწავლე - არ საჭიროებს ინდივიდუალურ გეგმას.
გაკვეთილის თემა:   ,,ცრუ’’ იაკობ გოგებაშვილის მიხედვით (გამჭოლ კომპეტენციაზე  
                                     ორიენტირებული გაკვეთილი);   
 გაკვეთილის მიზანი:   მედიაწიგნიერების მიზანი: მოსწავლემ შეძლოს სატელევიზიო სიუჟეტიდან მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. მოსმენის, დაკვირვების, ანალიზის, შეჯამებისა და დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევათა განვითარება. მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობა და ანალიზი. ახალი ინფორმაციის შექმნა და გავრცელება.
წიგნიერების მიზანი: ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და  მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების, XXI საუკუნის უნარების განვითარება.
ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში კლასი  კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდა  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგის მისაღწევად.

ეს შედეგია:

ქართ.I.4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება;   
  ამოიცნობს  პერსონაჟის ემოციურ  მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, 
        გაკვირვებული და ა.შ)
 მონაწილეობს პერსონაჟის  ჯგუფურ დახასიათებაში;
 აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია/ბოროტია; კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა და ა.შ);
იხსენებს  მოსმენილის  მსგავს ამბავს.
ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მოდელის მიხედვით ქმნის და აფორმებს სხვადასხვა სახის ყოფით ტექსტებს.

ჩემს მიერ შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება განაპირობა, შემდეგმა ფაქტორებმა: მოგეხსენებათ  პირველი კლასი სწავლების თვალსაზრისით მეტად სპეციფიკურია, გამჭოლ კომპენტეციებზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება  დაწყებით საფეხურზე არ არის ადვილი, თუმცა  კლასი  თავისი შესაძლებლობებისა და ინტერესების  გათვალისწინებით მაძლევდა  გაკვეთილის ჩატარების საშუალებას. დღეს, როდესაც ადამიანისათვის მისაწვდომია სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნ იშვნელობას  იძენს. მოზარდმა უნდა შეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით. სასკოლო განათლებამ  მოსწავლეს უნდა განუვითაროს  ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში  დამოუკიდებელ  გადაწყვეტილებათა  მიღების უნარ-ჩვევები; ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი. კლასმა  შეძლო ორივე გმირის დახასიათება და  მათი შედარება.  მე ვფიქრობ ამ გაკვეთილით  მოსწავლეებმა  მიიღეს და განივითარეს ინფორმაციის აღქმის, დამუშავების, 


გააზრების, მოსაზრებების გამოთქმისა და კრიტიკულად შეფასების უნარი.  ჩატარებული  გაკვეთილის სარგებელი ის იყო, რომ  მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუკავშირეს ნანახი და წაკითხული; მათთვის თანატოლი ბავშვის საქციელი მისაბაძი გახდა და მათზე დადებითი გავლენა იქონია  ნანახმა სიუჟეტმა. გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებს ძალიან მოეწონათ  მოთხრობისა და სატელევიზიო სიუჟეტის გამოყენებით გაკვეთილის ჩატარების იდეა და ნანახისა და წაკითხულის შედარებით დასკვნის გამოტანა. რამოდენიმე მათგანს  გაუჩნდა  მსგავსი გაკვეთილის ჩატარების იდეა.   ამ გაკვეთილის  ჩატარებამ შემძინა  გარკვეული გამოცდილება.  დავრწმუნდი, რომ  შემიძლია  მოსწავლეებს შევთავაზო  საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით  გამდიდრებული  გაკვეთილი. დაგეგმილმა  აქტივობებმა  გაზარდა   მათი მოტივაცია და ჩართულობა. ყველა მოსწავლე გრძნობდა   ჩემს  ყურადღებას.  გამიჩნდა სურვილი დავგეგმო ახალი, ამჯერად  ინტეგრირებული გაკვეთილი. ჩემს  კოლეგებს  ასევე   შეუძლიათ გამოიყენონ გაკვეთილის გეგმა და გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები  თვითონ კი  დაზოგონ დრო.  მე ვფიქრობ, გაკვეთილის მიზანი მიღწეული იქნა, რადგანაც  მოსწავლეებმა შეძლეს სატელევიზიო სიუჟეტიდან მიღებული  ინფორმაციის შეფასება და დამუშავება. მოისმინეს, დააკვირდნენ, გაანალიზეს, მოსაზრებები გამოთქვეს,  შეაჯამეს  და დასკვნაც  გამოიტანეს. წაკითხული დაუკავშირეს ნანახს, იმსჯელეს მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობაზე. შექმნეს ახალი ინფორმაცია და გაავრცელეს.  ამ გაკვეთილის ჩატარებამ დამანახა, რომ მიუხედავად მოსწავლეების ასაკისა, გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილი მათთვის მეტად საინტერესო და მისაღები აღმოჩნდა. მე, როგორც პედაგოგი მივხვდი, რომ  მსგავს გაკვეთილებს ჩავატარებ ხშირად, რადგანაც  ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტური გამოყენება  მოსწავლეებს ეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზში. გაკვეთილში წარმოდგენილი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად და  აქედან გამომდინარე  განხორციელდა კიდეც. ჩემი აზრით გაკვეთილი წარმატებული იყო ყველა კომპონენტში, თუმცა  ყველაზე წარმატებული იყო  წინარე ცოდნის,  აქტივობებისა და  სასწავლო რესურსის კომპონენტებში. რადგანაც გაკვეთილის თემა არ იყო აბსტრაქტული. მოსწავლეებმა დაინახეს  უშუალო კავშირი  ყოველდღიურ ცხოვრებასა და სწავლას შორის. აქტივობები შესაბამისობაში იყო  პროგრამასთან, მოსწავლეთა დონესთან  და შესაძლებლობებთან, რესურსი მისადაგებული იყო   საგაკვეთილო მასალას და ამის გათვალისწინებით მოსწავლებისთვის გაკვეთილი წარიმართა  სახალისოდ.   ამ გაკვეთილის  ჩატარებამ  დამანახა, რომ წყვილებში მუშაობას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციო ,რადგანაც ერთ-ერთი წევრი რამოდენიმე წყვილში აშკარად  დომინანტი გახდა და საჭიროა ამ საკითხის გაუმჯობესება. მომავალში ვეცდები  მსგავსი ტიპის გაკვეთილი ჩავატარო წყვილ გაკვეთილზე, თუმცა თავიდანვე იმიტომ დავგეგმე 35 წუთიან გაკვეთილზე, რომ გავითვალისწინე მათი ასაკი. მალე იღლებიან,  დროში გაწელილი აქტივობა მათთვის  მოსაბეზრებელი ხდება   და გაკვეთილი აღარ არის სახალისო.  მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის  მომზადებისას გავითვალისწინებ აქტივობას, რომელიც ჩატარდება ჯგუფებში და  იმ ფაქტს, რომ  ზოგიერთ მოსწავლეს  ასახსნელი ტექსტი შეიძლება წინასწარ ჰქონდეს წაკითხული. არ  შემიძლია არ ავღნიშნო ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს( ყველას არა) გაუჭირდათ ბუკლეტის  დამოუკიდებლად დამზადება. მომავალში გავითვალისწინებ და წინასწარ  მოვამზადებ  ბუკლეტში ჩასაწებებელ სურათებს თითოეული მოსწავლისათვის.





გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  მაია კოპალიანი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა.
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური,  I4   კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 24.
სსსმ მოსწავლე: 1; ( არ საჭიროებს ინდივიდუალურ გეგმას);
გაკვეთილის თემა:  იგავ -არაკი  ,,კოღო და ლომი“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტიდან ძირითადი ინფორმაციის გამოყოფა. მოსმენილი ტექსტის პერსონაჟების დახასიათება და მათი ემოციური მდგომარეობის ამოცნობა. ტექსტის ეპიზოდების  ერთმანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა; გმირის საქციელის შეფასება; სწორი და ხმამაღალი კითხვის ჩვევის დაუფლება. ზეპირმეტყველების განვითარება.
ესგ- სთან შესაბამისობა:
ქართ. I.I. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს  და  ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება  ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში;                                                                               
ქართ.I.4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება;   
ქართ.1.9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული/ მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
ქართ. 1. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
N
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
აქტივობის აღწერა
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


მისალმება, სიის ამოკითხვა








1წთ.
2




გამოწვევა: მოლოდინების ჩამოყალიბება
მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე გავაცნობ გაკვეთილის მიზანს; ვეტყვი, რომ დღეს გავეცნობით იგავ-არაკს ,,ლომი და კოღო’’ და  ვეტყვი ჩემს მოლოდინს  გაკვეთილთან მიმართებაში: დადებითად შევაფასებ ჩვენს მუშაობას თუ გაიგებთ ტექსტის შინაარს, წაიკითხავთ გამართულად, შეძლებთ კითხვებზე პასუხის გაცემას და თავად დასვამთ კითხვებს; წყვილებში ნაყოფიერად ითანამშრომლებთ.  შევახსენებ ქცევის წესებს



ამით მიღწეული იქნება  კლასის განწყობა და მზაობა.




ზეპირი კომუნიკაცია.








    2წთ.
3




წინარე ცოდნის  გამეორება
შევამოწმებ საშინაო დავალებას და
მოსწავლეებთან ინტერაქციის მეთოდით გავიხსენებთ რა არის იგავ-არაკი, რომელი იგავ-არაკს გაიხსენებდნენ. ვისაუბრებთ იგავ-არაკის  მნიშვნელობაზე.

მთელი კლასი ჩართულია კითხვა- პასუხის რეჟიმში.

ზეპირი კომუნიკაცია





5წთ.
4













ახალი  მასალის ახსნა,
გონებრივი იერიში

ახალი მასალის ახსნას ვიწყებ  ლომისა და კოღოს სურათის  ჩვენებით. ფოტოებს გავაკრავ თვალსაჩინოდ დაფაზე. მოსწავლეებს ვკითხავ თუ რა იციან  მათ შესახებ.ვთხოვ გამოთქვან  ვარაუდები გაკვეთილის  სათაურის გარშემო;  მათ გამოთქმულ აზრს ვწერ დაფაზე. შემდეგ დავსვამ  კითხვებს: რომელია მწერი? რომელი ცხოველი? ლომი შინაური ცხოველია თუ გარეული? უნახავთ თუ არა ლომი და სად?  როგორ შეიძლება  დაუკავშირდნენ ერთმანეთს კოღო და ლომი? ობობა?







ყველა მოსწავლე  ჩართულია კითხვა-პასუხის რეჟიმში








წინასწარ მომზადებული სურათები; მოსწავლის წიგნი; დაფა და ცარცი.










5წთ.
5





დამოუკიდებელი კითხვა;
ხმამაღალი კითხვა;
მოსწავლეებს  ვთხოვ გაიხსენონ  ვის ვუწოდებთ კარგ მკითხველს. ამის შემდეგ დედა ენის წიგნიდან  მე ვკითხულობ ტექსტს და  ვთხოვ ყურადღება გაამახვილონ იმ გამოთქმულ ვარაუდებზე, რომელიც ჩამოვწერეთ დაფაზე. ასევე  მათთვის გაუგებარ სიტყვებს  განვმარტავ. ამის შემდეგ მოსწავლეები  გამომეტყველებითა და ინტონაციით, სასვენი ნიშნების დაცვით წაიკითხავენ ტექსტს ხმამაღლა და რიგრიგობით. აბზაცის წაკითხვის შემდეგ შეკითხვების დასმით ვეხმარები მოსწავლეებს ტექსტის შინაარსის აღქმასა და გააზრებაში. დავსვამ შემდეგ კითხვებს: ვინ არიან ამ იგავ-არაკის მთავარი გმირები?რატომ გაეცინა ლომს? რა მოიმოქმედა ნაწყენმა კოღომ? შეძლო თუ არა კოღომ ლომის  დამარცხება? შემდეგ  რა დაემართა კოღოს? ობობამ როგორ აჯობა კოღოს? რას ნანობდა კოღო?

ინდივიდუალური  მუშაობა. მოსწავლეები
თავიანთ  წიგნებში თვალს ადევნებენ    
   ტექსტს.









 კითხვა - პასუხის რეჟიმში ჩართულია
მთელი კლასი 




მოსწავლის წიგნი;

დაფა



































12წთ.






















6.


პერსონაჟების რუკა
 დავურიგებ წყვილებში სამუშაოდ
წინასწარ მომზადებულ ფურცლებს, სადაც შეავსებენ  პერსონაჟის რუკას.  



წყვილებში მუშაობა








პერსონაჟის რუკის ფურცელი, საწერი კალამი.



6წთ
7.




შეჯამება /შეფასება
მოსწავლეების მიერ შესრულებულ პერსონაჟის რუკას გამოვაკრავ დაფაზე და განვიხილავთ. დავსვამ კითხვებს: რას დაამატებდით? რომელ შეფასებას ეთანხმებით? რომელს არა?  
შვაფასებ რამდენად კარგად გაიგეს ტექსტის შინაარსი. შეძლეს თუა არა პერსონაჟების დახასიათება, როგორ ნაყოფიერად ითნამშრომლეს მეწყვილესთან.





ინდივიდუალური.





ზეპირი კომუნიკაცია





3წთ

8.

საშინაო დავალების მიცემა

,,კოღო და ლომი’’ გააზრებული კითხვით  და სავარჯიშოების კითხვებზე პასუხის გაცემა წერილობით.




ინდივიდუალურად ინიშნავენ დავალებას.



წიგნი, რვეული, კალამი.


1წთ


შეფასება:
კრიტერიუმები

საშუალო

კარგი
  ძალიან   
  კარგი

ტექსტს კითხულობს გამართულად. შეუძლია წაკითხულის გადმოცემა. ტექსტის ეპიზოდებად დაყოფა.







ტექსტის შინაარსის  გაგება და კითხვებზე პასუხის გაცემა



ახასიათებს  პერსონაჟებს.




წერილობით გადმოსცემს საკუთარ აზრს და  თანამშრომლობს მეწყვილესთან




ხელმოწერა: მაია კოპალიანი
თარიღი: 16/04/2018 წელი 

რესურსის სათაური :  fonologiuri unar- Cvevebis ganviTareba. ახალი სიტყვის მიღება ერთი ასო - ბგერის გამოკლებითა და  ახალი ასო - ბგერის მიმატებით.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დაწყებითი კლასები, კერძოდ I  კლასის მოსწავლეები.
               
შექმნილ  რესურსს ვიყენებ  როგორც წერითი სამუშაოს დროს ასევე  ზეპირი სავარჯიშოს  შესრულებისას.
        
 კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
·         თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
·         ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
·         ცნობს ანბანის ყველა ასოს.

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

·         აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;

ქართ. I. 12. მოსწავლეს შეუძლია ანბანის ყველა ასოს გამოწერა.

·         ხელის სწორი მოძრაობით წერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;

ქართ. I. 13. მოსწავლეს  შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.

·         იცავს მანძილს ასოებს შორის;
·         ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს;
·         მოცემული ბგერებით ადგენს სიტყვებს ზეპირად და შემდეგ წერს;
·         დამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია. 

მიზანი: ამ რესურსის გამოყენებით გაკვეთილზე მოსწავლეებს ვაჩვენებ  ერთი ასო-ბგერის გამოკლებითა და სხვა ასო- ბგერის მიმატებით, ჩამატებით,  როგორ ვღებულობთ ახალ სიტყვას. ეჩვევიან  ახალი სიტყვის შედგენას როგორც წერილობით ასევე ზეპირად; მოსწავლე კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩართულია სწავლების პროცესში, რაც დადებითად აისახება შედეგებზე.





შედეგი:  რესურსში გამოყენებული  სავარჯიშო  ხელ შეუწყობს საკითხის უკეთ გააზრებაში და გაკვეთილის ბოლოს მოცემული  საკითხი ეცოდინება გააზრებულად და არა მექანიკურად.
გამოყენებული ლიტერატურა: ესგ-2016 წელი;
                                                          
გამოყენების ინსტრუქცია
მოცემული  რესურსი გამოიყენება  ანბანისშემდგომი  პერიოდის ეტაპზე, ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და აზროვნების განვითარებისთვის. პედაგოგი   მოსწავლეებს   დაფაზე   დაუწერს რესურსიდან  მაგალითებს, პირველად თვითონ აუხსნის სავარჯიშოს არსს და უჩვენებს  როგორ შეიძლება შესრულდეს მსგავსი აქტივობა. შემდეგ რიგრიგობით  გამოიძახებს მოსწავლეებს და დაფაზე აკეთებენ მსგავს  მაგალითებს.  თუ მოსწავლეს უჭირს პასუხის გაცემა ეხმარება მას სწორ პასუხამდე მისვლაში.  ყველა  მოსწავლეს რთავს სასწავლო პროცესში.  ამ რესურსის გამოყენების დროს მოსწავლეები დაფაზე თვალსაჩინოდ ხედავენ, რომ ბგერის ამოგდებითა და ახალი ბგერის ჩამატებით იცვლება სიტყვა, ვღებულობთ სულ სხვა მნიშვნელობის სიტყვას. ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია მათემატიკის  მასწავლებლებისთვის, რადგანაც მოსწავლეები მათემატიკური ნიშნების გამოყენებით  ღებულობენ ახალ სიტყვას.  ამავე დროს ეს რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯგუფური და  წყვილებში მუშაობის დროს, აგრეთვე დამოუკიდებელი წერითი სამუშაოს  შესრულებისას.



რეფლექსია:
პირველი რის გამოც ამ რესურსის შექმნა გადავწყვიტე, არის ის,  რომ გაკვეთილი იყოს მრავალფეროვანი, სიახლეებით სავსე, საინტერესო და მოსწავლეებისათვის ხალისით მისაღები. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია თვალსაჩინოება. რომლის დახმარებითაც  უკეთესად შეძლებენ მასალის ათვისებას, დამახსოვრებას.  ამ რესურსის  შექმნისას ვცადე გმომეყენებინა ისეთი  სიტყვები, რომელიც მისაღებია ამ ასაკი მოსწავლეებისათვის.  ეს რესურსი   პირველი კლასელებისთვის შევქმენი, თუმცა ამ პრინციპით აწყობილი სხვადასხვა ტიპის  სიტყვები  ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე პირველი-მეოთხე  კლასის ჩათვლით ნებისმიერ მოსწავლეს დააინტერესებს.  (მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში  შესაძლებელია ეს რესურსი გართულდეს.  ერთდროულად გამოვაკლოთ და მივუმატოთ რამდენიმე ასო-ბგერა).  ჩემს მოსწავლეებს ნამდვილად მოეწონათ  ეს აქტივობა და მინდა  აღვნიშნო, შევამჩნიე რომ მოსწავლეს,
რომელსაც წიგნიდან უჭირს  სიტყვის  ამოკითხვა,  აქ   უკეთ წაიკითხა და შეძლო ახალისიტყვის მიღება და ამოკითხვა. ეს ფაქტი რამოდენიმე მოსწავლესთან დავაფიქსირე.   ამ რესურსის გამოყენებით მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნების  უნარი,  მოსაზრების წერილობით და ზეპირად ჩამოყალიბების უნარი. წაკითხული ან მოსმენილი ინსტრუქციების დამოუკიდებლად გააზრება-შესრულების უნარი. მოსწავლეები ამ აქტივობას ასრულებენ ხალისით , როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებსა და ჯგუფური სამუშაოს დროს.


რესურსი: ფონოლოგიური  უნარ-ჩვევების  განვითარება ახალი სიტყვის მიღება ერთი ასო - ბგერის გამოკლებითა და  ახალი ასო - ბგერის მიმატებით.
saazrovno __ganmaviTarebeli   savarjiSo
ca –c + W = ჭა
ku _ k + b = ბუ
bu _ b + r = რუ
kari _ k + b = ბარი
tani _ t + b = _________
tani _ t + k = __________
yuri _ y + f = _________
tari _ t + d = _________
maxe _ m + s = ___________
banki _ b + t = __________
balaxi _ b + t = _________
jemi _ j + g = ___________
CoCori _ C + q = __________
bedi _ b + g = _______________
qimi _ q + s = ________________
beri _ b +c = _______________
laxti _ l + t = ___________
rafa _ r + t = ______________
kalaTi _ k + s = ____________
Wvavi _ W + y = ______________
salami _ s + k = ___________
dasi _ d + T = _____________
seli _ s + c = __________
Slami _ S + x = _________
Tasi _ T + f = ____________
roWo – r + x = ____________
falavani – f + g = -----------------
marani – m + f = ___________-
jibe _ j + k = --------------------------
nesvi – n + f = ------------------------
lomi – l + R = -----------------------
vardi – v + b = -----------------------
noti – n + b = ---------------------------
vardi – v + d = ------------------------
jafa – j + d = ---------------------------
qila – q + d = -----------------------------
gza – g + b = ---------------------------
kalia – k + g = -----------------------
lafi – l + q = ------------------------
mada – m + q = ---------------------------
kiri – k + v = -----------------------
lari – l + s = ----------------------
zvirTi – z + t = --------------------
elva – e + a = --------------------------
eri – e + g = -----------------------------
kaba –k + d = -----------------------------
zoli – z + d = ____________
Zala – Z + q = -------------------------
wami – w + s = _____________


რესურსის სათაური :  ,,ფონეტიკური სავარჯიშო -  სიტყვაში ბგერათა  ანალიზი  
( ხმოვანი/თანხმოვანი),  მარცვალთა რაოდენობის განსაზღვრა და დამარცვლა.’’
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დაწყებითი კლასები, კერძოდ I - II კლასის მოსწავლეები.

ქართ. I.  1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: სიტყვას  წარმოთქვამს მკაფიოდ და გარკვევით; წარმოთქმულ სიტყვაში გამოყოფს თანხმოვანსა და ხმოვანს, შეუძლია ბგერითი ანალიზი და სინთეზი, აღნიშნავს  სიტყვაში  ასოთა  რაოდენობას, სიტყვას მარცვლავს და გამოყოფს სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას.
                შექმნილ  რესურსს ვიყენებ არამარტო ზეპირი სავარჯიშოს  შესრულების დროს, არამედ წერითი სამუშაოსთვისაც.
        
 კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. I. ქართ. 5.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.

·         სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
·         მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი;
·         სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
·         განარჩევს მსგავსი ჟღერადობის მარცვლებს/სიტყვებს;

ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

·          სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
·         სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;  

მიზანი: ამ რესურსის გამოყენებით გაკვეთილზე მოსწავლეებს ვაჩვენებ  სიტყვების ანალიზს, ეჩვევიან  სიტყვების დამარცვლას,  სიტყვაში მარცვალთა რაოდენობის  გამოყოფას.   ვახდენ მოსწავლეების ლინგვისტური გადამუშავების საბაზისო უნარების შეფასებას. მოსწავლე კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩართულია სწავლების პროცესში, რაც დადებითად აისახება შედეგებზე.
შედეგი:  რესურსში გამოყენებული  სავარჯიშო  ხელ შეუწყობს საკითხის უკეთ გააზრებაში და გაკვეთილის ბოლოს მოცემული  საკითხი ეცოდინება გააზრებულად და არა მექანიკურად.
გამოყენებული ლიტერატურა: ესგ-2016 წელი;
                                                          




გამოყენების ინსტრუქცია
მოცემული  რესურსი გამოიყენება წერა - კითხვის  შესწავლის  ეტაპზე, ფონეტიკური უნარების   გასავარჯიშებლად.   პედაგოგი   მოსწავლეებს   დაფაზე  გაუკრავს  ფლიფჩარტის ქაღალდზე  წინასწარ  შესრულებულ  ცხრილს, გამოიძახებს მოსწავლეს,  თხოვს მას წაუკითხოს  პირველი სიტყვა, შემდეგ  ეტაპობრივად  უსვამს  დანარჩენ   შეკითხვას. თუ მოსწავლეს უჭირს პასუხის გაცემა ეხმარება მას სწორ პასუხამდე მისვლაში.  ყველა  მოსწავლეს რთავს სასწავლო პროცესში.  ამ რესურსის ცხრილის შევსებისას  მოსწავლეები დაფაზე თვალსაჩინოდ ხედავენ, რომ სიტყვაში ხმოვანთა რაოდენობა პირდაპირ კავშირშია  სიტყვაში მარცვალთა  რაოდენობასთან.  ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია უცხო ენის  მასწავლებლებისთვის, ასევე მათემატიკის  მასწავლებლებისთვის. ამავე დროს ეს რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯგუფური და  წყვილებში მუშაობის დროს, აგრეთვე დამოუკიდებელი წერითი სამუშაოს  შესრულებისას.

რეფლექსია
ყოველთვის ვფიქრობ დაწყებით კლასებში გამოვიყენო ისეთი აქტივობები ,რომელიც ბავშვებს ხალისით ჩართავს სწავლის პროცესში.   ეს  რესურსი  მეხმარება  მოსწავლეებს ვაჩვენო  სიტყვის ანალიზი.  მოსწავლეებს გაუადვილდეთ  მარცვლის ცნების აღქმა. ასეთი რესურსი მათ ეხმარებათ    ხმოვნისა და თანხმოვნის გარჩევაში. ისინი თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრებსა და დამოკიდებულებებს. ამავდროულად მომეცა საშუალება დავკვირვებოდი თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს (მოგეხსენებათ საუბარია პირველ კლასზე). მთლიანად გავითვალისწინე შედარებით სუსტი მოსწავლეების ინტერესებიც.  მინიშნებებით დავეხმარე დავალების  შესრულებაში. ეს რესურსი ინტერაქტიურია,მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა საგანში. შეიძლება პედაგოგმა გამოიყენოს მთლიანად დაწყებითი კლასების საფეხურზე. ამ რესურსით მოსწავლეს უვითარდება მრავალმხრივი უნარები. მათ გაიმდიდრეს ლექსიკა, ცდილობენ თვითონ დაასახელონ სიტყვები და შემდეგ მოცემული რესურსის მსგავსად გაანალიზონ.   ბავშვები ამ აქტივობას ხალისით ასრულებდნენ, როგორც ჯგუფებში, წყვილებში, ასევე დამოუკიდებლად. ამ   რესურსით მათ ნამვილად გაიძლიერეს ცოდნა სიტყვების ანალიზში, დამარცვლასა და მარცვალთა რაოდენობის განსაზღვრაში.





რესურსი : ფონეტიკური სავარჯიშო -  სიტყვაში ბგერათა  ანალიზი( ხმოვანი/თანხმოვანი),  მარცვალთა რაოდენობის განსაზღვრა და დამარცვლა

სიტყვა
ასოთა რაოდენობა
ხმოვანთა რაოდენობა
თნხმოვანთა
რაოდენობა
მარცვალთა
რაოდენობა
დამარცვლა
  მზე
      3
     1
          2
     1
 მზე
ტყე
       3
      1
          2
     1
 ტყე
წიგნი
       4
      2
          3
      2
 წიგ - ნი
სოკო





გოგონა





ვაშლი





ფოთოლი





მამაცი





ცისკარი





კოდალა





ირემი





Комментариев нет:

Отправить комментарий